იანიკ სინერი უიმბლდონის ჩემპიონია!
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, იანიკ სინერმა, კარიერაში პირველად მოიგო უიმბლდონი. იტალიელმა ჩოგბურთელმა, ფინალში ზედიზედ 2-გზის გამარჯვებული, კარლოს ალკარასი 4 სეტში დაამარცხა (4:6 | 6:4 | 6:4 | 6:4).
მხოლოდ 35 დღის წინ, სინერმა უმძიმესი ფინალი დათმო ალკარასთან როლან გაროსის ფინალში. იქ ესპანელმა სინერს 0:2-დან მოუტრიალა შეხვედრა და თანაც ისე, რომ სინერს სამი მატჩპოინტი ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შეხვედრამდე, კარლიტოს უკანასკნელი 5 შეხვედრა მოგებული ჰქონდა სინერთან.
ფაქტია, რომ ახლა ერთ-ერთი უდიდესი ეპოქის დასაწყისს ვუყურებთ, სადაც 2 გიგანტი არ აპირებს ერთმანეთს რამე დაუთმოს. სინერმა კარლოს 24-მატჩიანი წაუგებელი სერიაც დაუსრულა. ახლა იტალიელს 4 დიდი სლემი აქვს მოგებული, ესპანელს კი - 5.
S1NNER 🏆
— Wimbledon (@Wimbledon) July 13, 2025
World No.1 Jannik Sinner defeats Carlos Alcaraz to claim his first Wimbledon title 🇮🇹 pic.twitter.com/s9wjDI1gZS