Belive

კარლოს ალკარასი როლან გაროსის გამარჯვებულია

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

2025 წლის როლან გაროსის ფინალში ATP-ის პირველი და მეორე ნომრების დაპირისპირება შედგა, სადაც მსოფლიო რეიტინგის ლიდერი მე-2 ნომერმა 2:3 დაამარცხა. კარლოს ალკარასმა იანიკ სინერი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა, ესპანელი ჩოგბურთელი 2:0-ს აგებდა, მაგრამ შეძლო და მატჩი შემოატრიალა. ალკარასმა საფრანგეთის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო.

პირველი სეტი სინერის გამარჯვებით 6:4 დასრულდა, მეორე სეტში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა და კვლავ იტალიელმა მოიგო 7:6 (7:4), მესამე სეტიდან ალკარასმა მატჩის შემოტრიალება დაიწყო ჯერ 4:6 მოიგო, მეოთხეს მოგება ტაი-ბრეიკზე მოახერხა 6:7 (3:7), ბოლო გადამწყვეტ სეტშიც ტაი-ბრეიკი ვიხილეთ და 6:7 (2:10) მოიგო.

შეგახსენებთ, რომ კარლოს ალკარასს საფრანგეთის ღია პირველობა ერთხელ აქვს მოგებული და ეს შარშან მოახერხა, ამას გარდა მას ავსტრალიის ღია პირველობის ტიტული აკლია, რომ კარიერაში ყველა გრანდ სლემის ტიტულს დაეუფლოს.

სხვა სტატიები