Belive

გორგოძე რიოს ჩელენჯერის 1/4-ფინალშია

1 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ეკატერინე გორგოძე რიოს ჩელენჯერზე ერთეულთა და წყვილთა თანრიგში დამაჯერებლად ასპარეზობს და 1/4-ფინალშია.

ქართველმა ჩოგბურთელმა ერთეულთა თანრიგში უნგრელი პანა უდვარდი 7:5, 6:3 დაამარცხა, ხოლო ბრაზილიელ გაბრიელა სეს 6:2, 6:1 აჯობა და 1/4-ფინალში გავიდა, სადაც სადა ნაჰიმანას დაუპირისპირდება.

Rio Ladies Open-ის საპრიზო ფონდი 115.000 დოლარს შეადგენს. ჩელენჯერის გამარჯვებული 15.500 დოლართან ერთად 125 სარეიტინგო ქულასაც მიიღებს.

სხვა სტატიები