25 თებერვალს დუბაიში, ATP-ის 500-იანი ტურნირი აიღებს სტარტს.
როჯერ ფედერერი, რომელიც მე-2 ნომრადაა განთესილი, პირველ ეტაპზე გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს დაუპირისპირდება.
შვეიცარიელი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობაზე ციციპასთან წაგებული მატჩის შემდეგ, პირველ შეხვედრას ჩაატარებს.
დაუჯერებელია, მაგრამ მსოფლიოს მე-7 ჩოგანმა ფედერერმა კოლშრაიბერის წინააღმდეგ კარიერის მანძილზე 13 მატჩი ჩაატარა და მეტოქე ყველა მათგანში დაამარცხა.