Belive

შვეიცარიაში ფედერერისა და ვავრინკას შეხვედრა არ შედგება

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ახალი კვირიდან შვეიცარიაში, კერძოდ კი ბაზელში ATP-ის 500-ქულიანი ტურნირი მიმდინარეობს, რომელშიც პირველ ნომრად აღნიშნული ტურნირის 9-გზის ტრიუმფატორი, ლეგენდარული შვეიცარიელი მაესტროა განთესილი. ფედერერის მეტოქე 1/4-ფინალურ ეტაპზე მისი თანამემამულე სტენ ვავრინკა უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ უკანასკნელმა ტრავმის გამო ტურნირიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად "შვეიცარიული დერბი" არ შედგება. როჯერ ფედერერი ავტომატურად ნახევარფინალურ ეტაპზეა, სადაც მისი მეტოქე სტეფანოს ციციპასსა და ფილიპ კრაინოვიჩს შორის გაირკვევა.

სხვა სტატიები