Belive

დევისის თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია

1 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

9 თებერვალს, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციაში, დევისის თასის პირველი და მეორე ლიგის ნაკრები გუნდების პლეი-ოფების კენჭისყრა გაიმართა.

როგორც იცით ბოლივიასთან მოპოვებული გამარჯვების შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 2023 წლის სეზონზე მეორე ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. სექტემბერში გასამართი მატჩის მოგების შემთხვევაში, საქართველო პირველი ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს.

კენჭისყრაში 24 ნაკრები გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც 12 განთესილი იყო და სწორედ ამ 12 გუნდიდან ელოდა საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგეს. კენჭისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები 16-18 სექტემბერს სახლში ტუნისის ნაკრებს დაუპირისპირდება.



3-4 თებერვალს პირველი ლიგის პლეი-ოფში შემდეგი ნაკრები გუნდები დამარცხდნენ: ეკვადორი, ინდოეთი, ახალი ზელანდია, მექსიკა, პაკისტანი, ურუგვაი, ლიბანი, სლოვენია, ტუნისი, სალვადორი, ჰონგ კონგი, პოლონეთი. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებს არ გაუმართლა, რადგან შესაძლო ვარიანტებიდან, პლეი-ოფში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას აღნიშნული მატჩის გასამართად, რამდენიმე ვარიანტი განიხილავს - თელავის საჩოგბურთო ბაზა, რომლის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და ივნისში განახლებული მაღალი დონის კორტები იქნება მზად. ასევე კასპის რაიონში ახლადაშენებული საჩოგბურთო კომპლექსი და თბილისში "მზიურის" საჩოგბურთო კორტები. სამივე ბაზა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილ სტანტარტებს სრულად აკმაყოფილებს.

საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების შემადგენლობასა და მატჩის გამართვის ადგილს ოპერატიულ რეჟიმში განვაახლებთ. შეგახსენებთ, betlive.com საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ოფიციალური სპონსორია, ხოლო Live.ge ოფიციალური მედია პარტნიორი.

ფოტო: Georgian Tennis Federation \ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები