დევისის თასი | საქართველო ტუნისს კასპში უმასპინძლებს
დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ის, მეორე წრის პირველ რაუნდში, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ტუნისს დაუპირისპირდება. საქართველოსა და ტუნისის საჩოგბურთო მატჩი, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში, გარიყულას საჩოგბურთო კორტებზე გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრები 15-16 სექტემბერს ჩატარდება. ასევე ცნობილია, რომ 14-15 სექტემბერს, ამავე საჩოგბურთო კორტებზე პირველი ჯგუფის პლეი-ოფის შეხვედრებიც გაიმართება, სადაც უკრაინისა და კოლუმბიის დაპირისპირება შედგება.
შეგახსენებთ, პლეი-ოფის პირველ წრეში, საქართველოს ნაკრებმა ბოლივია დაამარცხა. შეხვედრაში, რომელშიც ბოლივია 4:0 დავამარცხეთ, საქართველოს ნაკრების ღირსებას ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე, ალექსანდრე მეტრეველი და საბა ფურცელაძე იცავდნენ, კაპიტანი კი დავით კვერნაძე გახლდათ.
საქართველოსა და ტუნისის მატჩში გამარჯვებული, მსოფლიო ჯგუფი I-ში გადასასვლელად, დასკვნით მატჩს 2024 წელს ჩაატარებს.