Belive

ბოლქვაძისა და ლამსდენის წყვილმა ტრნავის ტურნირი მოიგო

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში, ITF-ის 60-ათასიანი ტურნირის (Hungarian Grand Prix) ფინალში, მარიამ ბოლქვაძისა და მაია ლამსდენის (დიდი ბრიტანეთი) წყვილმა დიანა მარცინკევიცასა (ლატვია) და კონი პერინის (შვეიცარია) წყვილი ორ სეტში, ანგარიშით 6:2, 6:3 დაამარცხა.

ფინალური მატჩი ზუსტად 1 საათს გაგრძელდა.

გამარჯვებულმა წყვილმა ტურნირში ჩატარებული ოთხივე მატჩი სეტის წაუგებლად მოიგო.

წელს მარიამ ბოლქვაძემ მეორე ტურნირის მოგება შეძლო - ქართველმა ჩოგბურთელმა, სამანტა მარისთან ერთად, ალტენკირხენის ტურნირზე იმარჯვა.



სხვა სტატიები