Belive

ავსტრალიის ღია პირველობა ქართველების გარეშე | ეკო გორგოძე პირველივე ეტაპზე დამარცხდა

2 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელი, ეკატერინე გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალიდან გამოეთიშა. გორგოძე, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 168-ე ნომერია, რეიტინგის 363-ე ნომერთან, ავსტრალიელ - სტორმ ჰანტერთან 2:0 დამარცხდა (7:5; 6:3). დაპირისპირება 1:24 საათი მიმდინარეობდა.

ამ მარცხით ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2026 წლის ავსტრალიის ღია პირველობა ქართველების გარეშე ჩაივლის, რადგან ეკო გორგოძის მსგავსად, ნიკოლოზ ბასილაშვილიც კვალიფიკაციის 1/4-ფინალში პერუელ ჩოგბურთელთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ღია პირველობა 18 იანვარს იწყება და პირველ თებერვალს მთავრდება. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული კი იანიკ სინერია.

სხვა სტატიები