შელტონი დამარცხებულია - ბასილაშვილი წინ მიდის
რომის მასტერსის მეორე რაუნდში ბრწყინვალე თამაში აჩვენა ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა. რეიტინგის 117-ე ნომერმა, მასზე ბევრად წინ მყოფ ამერიკელ ბენ შელტონს (მე-6 ნომერი) 3 სეტში (6:4 | 6:7 | 6:3) მოუგო.
შეხვედრა 2 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა - მიუხედავად იმისა, რომ შელტონს ბევრად მეტი ეისი ჰქონდა (12 მხოლოდ 2-ის წინააღმდეგ), თამაში თავის სასარგებლოდ მაინც ქართველმა დაიტოვა. ბასილაშვილმა 4-ით ნაკლები უნებლიე შეცდომა დაუშვა. ნიკოლოზმა 196 გათამაშებიდან 100 მოიგო.
ქართველი ჩოგბურთელი 1/16 ფინალში ისევ ამერიკის წარმომადგენელს, ბრენდონ ნაკაშიმას დაუპირისპირდება - ნაკაშიმა საერთო რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებს.
Back to his best 🇬🇪
— Internazionali BNL d'Italia (@InteBNLdItalia) May 9, 2026
Nikoloz Basilashvili upsets No.5 seed Shelton 6-4, 6-7, 6-3 to reach his first Masters 1000 third round since 2022 Indian Wells!#IBI26 | @atptour pic.twitter.com/YG0jTEQtaE