Belive

როლან გაროსი | კარიერაში პირველად, 18 წლის გაუფი სლემის ნახევარფინალში გავიდა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში 18 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი, კორი გაუფი გავიდა. ახალგაზრდა მოთამაშემ დღევანდელ შეხვედრაში სლოუნ სტივენსი (64) დაამარცხა და კარიერაში პირველად, სლემის 1/2 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გაუფმა 29 წლის ამერიკელის ჩაწოდებაზე გეიმის მოგება 6-ჯერ მოახერხა, საპასუხოდ კი, მხოლოდ 2-ჯერ დაბრეიკდა. დაპირისპირება 1 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა.

როლან გაროსი. 1/4 ფინალი კორი გოფი (აშშ) - სლოუნ სტეფენსი (აშშ) - 7:5, 6:2 როლან გაროსის ნახევარფინალში გაუფი იტალიელ, მარტინა ტრევისანს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები