Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ABN AMRO Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში მსოფლიოს 87-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნიდერლანდელი მეტოქე, მაქს ჰოუკსი (328) ორ სეტში, ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა. მატჩი 1 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა.

შედეგად, ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა, სადაც კონსტანტ ლესტიენს (48) ან მაქსიმილიან მარტერერს (149) შეხვდება.

როტერდამის ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი სტეფანოს ციციპასია, მეორე ანდრეი რუბლიოვია, მესამე კი - ფელიქს ოჟე-ალიასიმი.

AMRO Open-ის მოქმედი ჩემპიონი სწორედ ოჟე-ალიასიმია, რომელმაც შარშან ფინალში სტეფანოს ციციპასს მოუგო.

სხვა სტატიები