Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანური ტურნირის ნახევარფინალში დამარცხდა

1 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანეთში ITF-ის 15 ქულიანი შეჯიბრის ნახევარფინალში ბრიტანელ ჟილს ჰუსთან ორსეტიან მატჩში დამარცხდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი 4:6 წააგო, მეორე 1:6. მატჩი 1:12 წუთი მიმდინარეობდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ დროისთვის მსოფლიო რეიტინგის 918-ე ნომერია, ხოლო მისი მეტოქე 464-ე. აღნიშნულ ტურნირზე ბრიტანელი ჩოგბურთელი მეორე ნომრად იყო განთესილი

სხვა სტატიები