Belive

ბასილაშვილი სტოკჰოლმიდან მოეხსნა - ქართველი პაუზას იღებს

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
როგორც ჩანს, საკმაოდ დამღლელი ტურნირების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დასვენება და ძალების აღდგენა გადაწყვიტა. 29 წლის ქართველ ჩოგბურთელს სტოკჰოლმში გასამართ 250-იან ტურნირში მონაწილეობა უნდა მიეღო, თუმცა ნიკოლოზი შვედეთში აღარ გაემგზავრება.  როგორც ცნობილია, ბასილაშვილი Stockholm Open-ზე ბელარუსის წარმომადგენელმა, ილია ივაშკამ ჩაანაცვლა. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალში გავიდა. ამის შემდგომ, მან ვენის ტურნირის პირველ შეხვედრაში პაბლო კარენო-ბუსტას დამარცხება მოახერხა. სამწუხაროდ, პარიზის მასტერსს ნიკოლოზი საწყის ეტაპზე, ადრიან მანარინოსთან წაგებით გამოეთიშა.

სხვა სტატიები