Belive

სოფიის ტურნირის პირველ მატჩში ბასილაშვილი ვეტერან ესპანელს შეხვდება

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს 36-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიის ტურნირზე (Sofia Open) ასპარეზობას, სადაც მე-6 ნომრადაა განთესილი, 1/16-ფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე ფერნანდო ვერდასკო (115) იქნება.

მოგების შემთხვევაში, ნიკოლოზი მერვედფინალში ფაბიო ფონინის ან ალექსანადრ ვუკიჩს შეხვდება.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი იანიკ სინერია, მეორე პაბლო კარენო ბუსტაა, მესამე კი – გრიგორ დიმიტროვი.

Sofia Open-ის მოქმედი ჩემპიონი მსოფლიოს მე-11 ჩოგანი, იანიკ სინერია, რომელმაც შარშან ფინალში გაელ მონფილსს მოუგო.

ბასილაშვილმა ბოლოს მეცის ტურნირზე იასპარეზა, სადაც 1/8-ფინალში არტურ რინდერკნეხთან დამარცხდა. ქართველ ჩოგბურთელს ბოლო 8 მატჩში 7 მარცხი აქვს (ერთ შეხვედრაში მეტოქე ტრავმის გამო დანებდა), თანაც ისე, რომ სეტიც არ მოუგია.

__________________________________________________________________________________________________

სხვა სტატიები