Belive

არინა საბალენკამ ამერიკის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო

2 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ამერიკის ღია პირველობის ფინალში, მსოფლიოს პირველმა ნომერმა, ბელარუსმა არინა საბალენკამ, ამერიკელი ამანდა ანისიმოვა 2 სეტში (6:3 | 7:6) დაამარცხა და ამ ტიტულის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა. მატჩი ერთ საათსა და 34 წუთს გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, საბალენკას 4 დიდი სლემის ტურნირი დაუგროვდა და აქედან ყველა 'მყარ' კორტზეა მოგებული. (ავსტრალიის ღია პირველობა 2-ჯერ/ამერიკის ღია პირველობა 2-ჯერ).

არინა საბალენკა, 11 წლის განმავლობაში, გახდა პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც ამერიკის ღია პირველობის ტიტულის დაცვა შეძლო.

სხვა სტატიები