Belive

კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და ფინალში გავიდა

2 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ამერიკის ღია პირველობის პირველი 1/2-ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩი კარლოს ალკარასთან 3 სეტში დამარცხდა - 4:6, 6:7 (4:7), 2:6. მატჩი 2:25 საათი მიმდინარეობდა.

კარლოს ალკარასს ფინალში იანიკ სინერსა და ფელიქს ოჟე-ალიასიმს შორის გამარჯვებული შეხვდება, აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით, დღეს 03:00 საათზე არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული იტალიელი იანიკ სინერია, ხოლო კარლოს ალკარასს ამერიკის ღია პირველობა ერთხელ აქვს მოგებული, ეს მან 2022 წელს მოახერხა.

სხვა სტატიები