ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციოზე ბასილაშვილმა პირველი მატჩი მოიგო
3 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ამერიკის ღია პირველობის ფინალურ ბადეში მოსახვედრად იბრძვის.
ქართველის პირველი მეტოქე რეიტინგის 218-ე ნომერი, ბელგიელი გოტიე ონკლინი იყო. ბასილაშვილმა შეხვედრა 3 სეტში (7:6 | 5:7 | 6:1) მოიგო. შეხვედრა 2 საათსა და 48 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზს 9 ეისი ჰქონდა 2-ის წინააღმდეგ, თუმცა, ამავდროულად, 11-ჯერ დაუშვა ორმაგი შეცდომა. გამოყენა 11-დან 5 ბრეიკპოინტი და თავადაც 5-ჯერ წააგო საკუთარი ჩაწოდება.
ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე (მეორე რაუნდში) შვეიცარიელი მარკ-ანდრეა ჰასლერი იქნება, რომელიც ATP-ის 228-ე ნომერია.
ნიკოლოზ ბასილაშვილს, დიდი სლემის ფინალურ ბადეში მოსახვედრად 3 თამაშის მოგება სჭირდება.