1 მოგება მადრიდის მასტერსის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია
17 საათის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
მადრიდის მასტერსის (Mutua Madrid Open) საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში მსოფლიოს 120-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელი მეტოქე, სტეფანო ტრავალია (141) ორ სეტში, ანგარიშით 7:6, 6:4 დაამარცხა. მატჩი 1 საათსა და 28 წუთს გაგრძელდა.
შედეგად, ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა, სადაც ამერიკელ პატრიკ კიპსონს (90) შეხვდება, მატჩი ხვალ გაიმართება.
ბასილაშვილი კიპსონს წელს მაიამიში დაუპირისპირდა და 2 სეტში იმარჯვა (6:3, 6:1).
ნიკოლოზმა უიმბლდონზე ბოლოს 2022 წელს იასპარეზა და ტურნირის მე-2 რაუნდში კარლოს ალკარასთან დამარცხდა (3:6, 5:7).