Belive

47 წლის შემდეგ პირველად, იტალია ჩოგბურთში მსოფლიო ჩემპიონია

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

იტალიამ დევისის თასი 47 წლის შემდეგ პირველად მოიგო. სულ კი, მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი 1976 წლის შემდეგ.

იტალიის ნაკრები ფინალში ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. პირველ შეხვედრაში მატეო არნალდიმ ალექსეი პოპირინი სამ სეტიან ბრძოლაში 5:7, 6:2, 4:6 დაამარცხა.

მეორე შეხვედრა იანიკ სინერსა და ალექს დე მინორს შორის გაიმართა. იტალიელმა გამარჯვება ორ სეტში მარტივად მოახერხა 6:3, 6:0, გადამწყვეტი წყვილების მატჩი აღარ გაიმართა, რადგან იტალიის ნაკრებმა ერთეულებში ორივე შეხვედრა მოიგო და დაგეგმილი წყვილების მატჩი გაუქმდა.

სხვა სტატიები