Belive

"თავს საშინლად ვგრძნობდი, თავბრუ მეხვეოდა, ენერგია არ მქონდა" - იანიკ სინერი

1 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩოგბურთის ნომერ პირველი ჩოგბურთელი იანიკ სინერი როლან გაროსის 1/32-ფინალში ATP-ის 56-ე ნომერ ხუან მანუელ სერუნდოლოსთან 5 სეტში დამარცხდა - 6:3, 6:2, 5:7, 1:6, 1:6. შეხვედრა 3:31 საათი განმავლობაში მიმდინარეობდა.

მატჩის დასრულების შემდეგ იტალიელმა ჩოგბურთელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

თავს კარგად არ ვგრძნობდი, ასეთი რაღაცები ხდება. მესამე სეტი კარგად დავიწყე, მაგრამ მიმდინარეობისას სირთულეები შემექმნა. მოწინააღმდეგეს ვულოცავ, რადგან ის ამ გამარჯვებას იმსახურებდა.

თავს საშინლად ვგრძნობდი, თავბრუ მეხვეოდა, ენერგია არ მქონდა, არაფერი გამომდიოდა. ვცდილობდი კარგად ჩამეწოდებინა, მაგრამ არ გამომდიოდა. არაფრის ენერგია მქონდა. დღეს როდესაც გავიღვიძე თავს კარგად არ ვგრძნობდი, კარგად არ მეძინა, დიდი სლემის ტურნირებზე არის დღეები როდესაც თავს კარგად არ გრძნობ და მეც ასე დამემართა. ძალიან სიცხეც არ იყო, სათამაშოდ კარგი პირობები იყო.

სხვა ტურნირებს რომ შევადაროთ, შანხაიში დიდი ტენიანობა იყო, ავსტრალიაში მახსოვს ძალიან ცხელოდა. აქაც იყო სიცხე, მაგრამ გაუსაძლისი ნამდვილად არ ყოფილა და არ ვკვდებოდი. ერთს ვიტყვი, რომ უიმბლდონამდე ბევრ ტურნირზე თამაშს არ ვაპირებ. სრულად გამოჯანმრთელებისთვის დრო დამჭირდება.

ყოველთვის ვცდილობ, დადებითი მხარეები დავინახო. კარგად ვითამაშე, თიხის საფარზე სამი ტურნირი მოვიგე. ტურნირის დასაწყისში კარგად ვითამაშე, კარგად ვმოძრაობდი, მაგრამ დღეს სრულიად განსხვავებული დღე იყო. დრო მჭირდება, რომ დავინახო, რა იყო სწორი და რა არასწორი. დადებითი ის არის, რომ უიმბლდონამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ვარჯიშს შევძლებ. - იანიკ სინერი

სხვა სტატიები