Belive

0:2-დან 3:2 - ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის მეორე წრეშია

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საფრანგეთის ღია პირველობის 1/64-ფინალში მსოფლიოს 24-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ამერიკელი მეტოქე, მაქსიმ კრესი (62) 5 სეტში, ანგარიშით 3:6, 2:6, 7:6, 6:4, 6:4 დაამარცხა და ტურნირის 1/32-ფინალში გავიდა. შეხვედრა 3 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზმა მატჩში 5 ეისი შეასრულა, მისმა მოწინააღმდეგემ კი - 42, ქართველმა ჩოგბურთელმა 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ამერიკელმა კი - 19. მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე მაკენზი მაკდონალდი (60) იქნება, რომელმაც (60) დღეს ფრანკო აგამენონესთან (156) 4 სეტში იმარჯვა. როლან გაროსის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია - სერბმა შარშან ფინალში სტეფანოს ციციპასს მოუგო.

სხვა სტატიები