მოგება ბასკონიასთან და შენგელიას 15 ქულა ყოფილ გუნდთან (მიმოხილვა)
ვროლიგის მეთერთმეტე ტურში ,,ბასკონიამ” ,,ცსკას” უმასპინძლა და 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 74:80 დამარცხდა. ყოფილ გუნდთან ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც არასრულ 30 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 9-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 16 შეადგინა. […]
შენგელიას 6 ქულა ფენერბახჩესთან – ცსკა-მ პლეი-ოფი გამარჯვებით დაიწყო
საკალათბურთო ევროლიგაში პლეი-ოფები დაიწყო. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მეოთხედფინალურ ეტაპზე თორნიკე შენგელიას მოსკოვის “ცსკა” “ფენერბახჩეს” დაუპირისპირდა და სერიის პირველ შეხვედრაში, საშინაო კედლებში – 92:76 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თურქული კლუბის წინააღმდეგ თამაში სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო, პარკეტზე 19:44 წუთი გაატარა და ამ დროში 6 ქულა, 2-2 მოხსნა და შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 29 წლის ფორვარდმა 6-დან […]
ბასკონიასთან შეხვედრაში შერმადინი საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფემ” მორიგი შეხვედრა გამართა და მძიმე ბრძოლაში დამარცხდა. ACB ლიგის 23-ე ტურში “იბეროსტარ ტენერიფემ” “ბასკონიას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ორქულიანი სხვაობით ანგარიშით 79:81 წააგო. მიუხედავად წაგებული მატჩისა, ქართველი ცენტრი საკუთარი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, შერმადინმა პარკეტზე 31:36 წუთი გაატრა, რა დროშიც 17 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი და […]
თორნიკე შენგელია ყოფილ გუნდთან დამარცხდა
ევროლიგის მე-18 სათამაშო დღეს თორნიკე შენგელიას “ცსკა” სტუმრად “ბასკონიას” დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 95:93 დამარცხდა. მოსკოველთა სასტარტო ხუთეულში იყო 29 წლის ქართველი კალათბურთელი. შენგელიამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პარკეტზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა (14-დან 5 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 9 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა. “ბასკონიასთან” მარცხით “ცსკა”-მ 15-მატჩიანი მოგებათა […]
ესპანეთის ჩემპიონატში ათწლეულის კალათბურთელს ირჩევენ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი ათწლეულის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენას იწყებს. 16 კანდიდანტს შორის მოხვდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი და “ბასკონიას” ყოფილი წევრი, თორნიკე შენგელია. ACB ლიგა დეკადის საუკეთესო კალათბურთელს Twitter-ზე გამოკითხვის სახით გამოავლენს. აღსანიშნავია, რომ თორნიკე მოხვდა ისეთი მოთამაშეების გვერდით, როგორებიც არიან: ლუკა დონჩიჩი, ანტე ტომიჩი, ფაკუნდო კამპაცო, ბოიან დუბლევიჩი, ნიკოლა მიროტიჩი და სხვა. პირველ წრეში […]
ბასკონია შენგელიასთან დაკავშირებით უცნაურ ინფორმაციას ავრცელებს
მოსკოვის “ცსკა”-ს ქართველი კალათბურთელი – თორნიკე შენგელია, კვლავ “ბასკონიას” მაისურით ითამაშებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “ბასკონიას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. ესპანური საკალათბურთო კლუბის ვებ-გვერდზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, “ბასკონიამ” შენგელიას კონტრაქტში არსებული 23.T პუნქტი აამოქმედა, რის შედეგადაც ქართველი კალათბურთელი “ალბას” წინააღმდეგ ბერლინში გასამართი მატჩის შემდეგ, ესპანეთში უნდა ჩავიდეს და “ბასკონიასთან” ერთად ივარჯიშოს. “ბასკონიასთან” ვარჯიშის შემდეგ, შენგელია “ცსკას”-ს […]
თორნიკე შენგელია: “რატომ გადავედი ცსკა-ში?”
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ რუსულ პრესასთან არმიის გუნდ “ცკსა-ში” გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა. “როცა “ცსკა-დან” შემოთავაზება მივიღე, დიდხანს აღარ მიფიქრია. გადაწყვეტილების მისაღებად 1 კვირა დამჭირდა, შესაძლოა უფრო ნაკლებიც. რატომ გადავედი “ცსკა-ში”? ეს არის ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი. მე უკვე ვთქვი და მზად ვარ გავიმეორო: ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი გავხდი, ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის. არ […]
მოსკოვის ცსკა-მ თორნიკე შენგელიას ვიდეო მიუძღვნა (ვიდეო)
თორნიკე შენგელია: “სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, მაგრამ ასე არ ხდება”
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების ფონდის პრესსამსახურმა საქართველოს ნაკრების კაპიტანთან თორნიკე შენგელიასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მოსკოვის “ცკსა“-ს ახალწვეულმა რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. “რუსეთში პირველად ბავშვობაში, მამასთან ერთად ვიყავი. ის ერთი წლის განმავლობაში მოსკოვის “დინამოში” თამაშობდა. რუსულ კულტურას სამწუხაროდ კარგად არ ვიცნობ, მხოლოდ ის ვიცი, რასაც ბავშვობაში, სკოლაში მასწავლიდნენ, თუმცა, აწი ბევრი საინტერესო რამის გაგების შესაძლებლობა მექნება. ერთ-ერთ […]
ბასკონიას ფანებმა შენგელია ათწლეულის გუნდში შეიყვანეს
ევროლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოკითხვა იმ ფანებს შორის ჩაატარა, რომელთა საყვარელმა გუნდებმაც გასულ ათწლეულში ტურნირზე ყველაზე მეტი სეზონი გაატარეს. გამოკითხულთა შორისაა “ბასკონიაც”, რომლის ქომაგებმაც დეკადის საუკეთესო გუნდში თორნიკე შენგელია შეიყვანეს. ქართველმა კალათბურთელმა ხმების 97.26% მიიღო, რითაც რეიტინგს სათავეში ჩაუდგა. შემადგენლობა ასე გამოიყურება: შეგახსენებთ, რომ შენგელიამ “ბასკონიაში” 6 სეზონი გაატარა, რის შემდეგაც კარიერა “ცსკა”-ში გააგრძელა.
ცსკა-ს მწვრთნელი: “შენგელია ძლიერი ფსიქიკის გამო შევიძინეთ, გასახდელში ლიდერი გვჭირდებოდა”
მოსკოვის “ცსკა-ს” მთავარმი მწვრთნელის დიმიტრის იტუდისის თანაშემწემ ანდრეას პისტიოლისმა საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას ტრანსფერის მიზეზებზე ისაუბრა. “გუნდი შეიცვალა. ისინი, ვინც ჩვენს ცხოვრებას თვალს ადევნებენ, მიხვდებიან, რომ ბევრი ცვლილება გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ კაილ ჰაინსმა დაგვტოვა. ეს არ გვინდოდა, მაგრამ მან პირადი მიზეზების გამო, მილანში გადასვლა გადაწყვიტა. ის როგორც პარკეტზე, ისე გასახდელში […]
თორნიკე შენგელია: “ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი”
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას რუსული არმიის გუნდ “ცსკა-ში” გადასვლამ საზოგადოებაში დიდი მღელვარება გამოიწვია. გულშემატკივრის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ღალატია და შენგელია ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს. არსებულ აზრთა სხვადასხვაობას თავად ქართველი სპორტსმენი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. “მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში დამიდგა და […]