მუნდიალი 2022 | “ჩემი ქვეყნის დახმარების უფლება არ მომცეს” – ონანამ დუმილი დაარღვია
კატარში მიმდინარე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩისწინა დღეს, კამერუნის ნაკრების შიდა სამზარეულოში სკანდალი მოხდა, რის შემდეგაც, ეროვნული გუნდიდან ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი, მეკარე, ანდრე ონანა დაითხოვეს. ამსტერდამის “აიაქსის” ყოფილი და მილანის “ინტერის” მოქმედი გოლკიპერის ნაკრებიდან მოკვეთის მიზეზად განსხვავებული ვერსიები დასახელდა. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ იგი ნაკრებიდან მთავარმა მწვრთნელმა, რიგობერტ სონგმა […]
იტალიური და ნიდერლანდური მედია: “კვარა არაჩვეულებრივია, შეუჩერებელი, ფენომენი”
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, “ნაპოლიმ” ამსტერდამის “აიაქსი” საშინაო კედლებში – 4:2 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, რომელმაც გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩას მორიგ გამორჩეულ შეხვედრას იტალიური და ნიდერლანდური მედია-საშუალებები გამოეხმაურნენ, რომლებმაც 21 წლის ამომავალ ვარსკვლავს ყველაზე მაღალი კოეფიციენტი მიანიჭეს და […]
ხვიჩა კვარაცხელიას მშობლების ემოცია აიაქსთან გოლის შემდეგ | VIDEO
ოსიმენი დაბრუნდა – ნაპოლის ოპტიმალური შემადგენლობა აიაქსთან მატჩის წინ
“ნაპოლის” ოფიციალურმა გვერდმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც ნეაპოლურმა კლუბმა ამსტერდამის “აიაქსს” უნდა უმასპინძლოს, სამატჩო განაცხადი გამოაქვეყნა. რა საკვირველია, რომ 23-კაციან განაცხადში საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიაა, თუმცა საინტერესოა, რომ გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდნენ, რის შედეგადაც ნეაპოლელები მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან. ყველაზე პოზიტიური სიახლე, რომელიც “ნაპოლის” შემადგენლობაში შეინიშნება, ნიგერიელი ცენტრალური […]
მარადონას თანაგუნდელი: “კვარაცხელიას შეჩერების ერთადერთი გზა არსებობს”
“ნაპოლის” ისტორიულმა ფიგურამ, ჯუზეპე ბრუსკოლოტიმ, რომელიც გუნდის კაპიტანი გახლდათ და 1986/87 წლების სეზონში, დიეგო მარადონასთან ერთად, ისტორიაში პირველად ნეაპოლიტანელების მიერ მოგებული სკუდეტოს მონაწილე გახდა, გუნდის ამჟამინდელი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. გარდა ამისა, ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრასაც შეეხო, რომელშიც მისმა ყოფილმა გუნდმა ამსტერდამის “აიაქსი” – 6:1 გაანადგურა. “ვფიქრობ, რომ “აიაქსს” რუდ […]
ნაპოლის და აიაქსის ვეტერანი: “კვარაცხელია ჩემპიონია, მას შეუძლია რომ საუკეთესო გახდეს”
“ნაპოლისა” და “აიაქსის” ვეტერანმა ფეხბურთელმა, რუდ კროლმა, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ამ გუნდებს შორის გამართული მატჩის შემდეგ (6:1 იტალიელთა სასარგებლოდ), ნეაპოლური გუნდის ამჟამინდელი კარგი სათამაშო ფორმისა და მათი ქართველი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, რომელსაც ჩემპიონი უწოდა. “ეს ისტორიული” დაპირისპირება იყო და რთულად წარმოვიდგენდი, თუ ამ გუნდებს შორის ასეთი დიდი სხვაობა დაფიქსირდებოდა. ობიექტურად, […]
Gazzetta dello Sport: “კვარაცხელია სტანდარტებს ანგრევს, ის მენტალურად გამარჯვებულია”
საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური სპორტული მედია-საშუალება Gazzetta dello Sport-ი ვრცელ სტატიას უძღვნის, რომელშიც ქართველ ამომავალ ვარსკვლავს სხვადასხვა ასპექტში განიხილავს. “ჩვენ გვყავს 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც ხასიათით და მენტალობით არაფრის დათმობას არაა მიჩვეული. სიარულის მანერა, ჩამოშვებული წინდები, წვივები დამცავის გარეშე, თითქოს ეს ყველაფერი მეტოქეს გამოწვევას უმზადებს. მოდით “ტორინოს” წინააღმდეგ მის […]
ალესანდრო დელ პიერო: “კვარაცხელია გასაოცარია, ასეთი ფეხბურთელი მეტოქესთან უპირატესობას გაძლევს”
ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ალესანდრო დელ პიერომ საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა. “”ნაპოლის” სამწვრთნელო სტაფმა და მთლიანად კლუბმა სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალიან კარგად იმუშავეს, რადგან დღეს ლუჩიანო სპალეტის აქვს ის რესურსი, რომელიც მას სურდა. მათი სატრანსფერო პერიოდი უბრალოდ ნაყოფიერ თევზაობას კი არ ჰგავდა, არამედ ეს იყო კლუბში […]
ოფიციალურად: აიაქსმა ბრობეი დაიბრუნა
20 წლის ნიდერლანდელი თავდამსხმელი, ბრაიან ბრობეი “აიაქსში” ითამაშებს. მხარეებს შორის 5 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. “აიაქსმა” “ლაიფციგს” ტრანსფერში 16 მილიონი ევრო და 3 მილიონი ევროს ბონუსები გადაუხადა. საინტერესოა, რომ 2021 წლის ზაფხულში ბრობეი სწორედ “აიაქსში” თამაშობდა და ამსტერდამელთა რიგები მან თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. გერმანულ კლუბში ახალგაზრდა შემტევმა 14 მატჩი ჩაატარა, თუმცა თავი არ გამოუჩენია. იანვარში […]
აიაქსის მწვრთნელი: “სუარესის ტრანსფერის შესახებ არაფერი ვიცი”
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამსტერდამის “აიაქსს” ლუის სუარესის დაბრუნება სურს. ამის შესახებ კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალფრედ შრიოდერმა. “ლუის სუარესი? მის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. ურუგვაელს როგორც “ბარსელონას”, ასევე, როგორც “აიაქსის” ფეხბურთელს ვიცნობ. ასევე, ვიცი თუ რა გააკეთა მან “ატლეტიკოში”. სუარესი საოცარი ფეხბურთელია, ტრანსფერის შესახებ კი ვერაფერს ვიტყვი, რადგან ინფორმაცია არ მაქვს,” – ამბობს […]
სებასტიან ალე კარიერიას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს
დორტმუნდის “ბორუსიამ” ერლინგ ბრაუტ ჰოლანდის შემცვლელს მიაგნო და მასთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დორტმუნდის “ბორუსია” და ამსტერდამის “აიაქსი” სებასტიან ალეს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. გერმანულ გრანდს ამ ტრანსფერის სისრულეში მოყვანა 35 მილიონი ევრო დაუჯდება. რაც შეეხბეა პირად კონტრაქტს, აქ მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ყველაფერი გადაწყვეტილია. საინტერესოა ისიც, რომ ახალგაზრდა ნორვეგიელი გოლეადორის დამატებით გამოწვეული […]
ოფიციალურად: აიაქსს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ამსტერდამის “აიაქსს” მომავალი სეზონიდან ალფრედ სხრიოდერი ჩაიაბარებს – ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. როგორც იცით, გუშინ “აიაქსმა” სეზონი ტიტულით დაასრულა – ერიკ ტენ ჰააგის ბოლო მატჩში ამსტერდამელებმა ნიდერლანდების ჩემპიონობა 36-ედ იზეიმეს. ცნობილია, რომ სხრიოდერი “აიაქსთან” 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და გუნდს 2024 წლის სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. Welcome back, boss! #ForTheFuture ⚪️🔴⚪ — AFC Ajax (@AFCAjax) May […]