Belive

მძარცველებმა ტონგას მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი დაჭრეს

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
ტონგას მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ტუტაი კეფუ, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, კეფუ ბრისბეინის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მედიკოსები მისი სიცოცხლსი გადასარჩენად იბრძვიან. ტონგას ნაკრების მთავარი მწვრთნელის სახლში 3 მძარცველი შეიჭრა. კეფუს ცივი იარაღით მუცლის არეში ჭრილობები მას შემდეგ მიაყენეს, რაც მან ოჯახის დაცვა და მძარცველების შეკავება გადაწყვიტა. წყაროს მტკიცებით, სხვადასხვა სახის დაზიანებები კეფუს მეუღლემ და შვილებმაც მიიღეს, თუმცა მათი მდგომარეობა ნაკლებად მძიმეა. Channel 7-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრისბეინში მომხდარი ძარცვის 3 მონაწილიდან ერთი უკვე დაკავებულია. ხმაურის შემდეგ კეფუს მეზობლები მის დასახმარებლად გაემართნენ და სწორედ ამ დროს შეძლეს ერთ-ერთი მძარცველის დაკავება. შეგახსენებთ, 1997-2003 წლებში ტუტაი კეფუმ ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართი 60 დაპირისპირებაში მოირგო. ავსტრალიის შემადგენლობაში კეფუ 1999 წლის რაგბის მსოფლიო თასის ტრიუმფატორი გახდა. სახელოვანმა მორაგბემ ინგლისის წინააღმდეგ მოპოვებული რეკორდული სხვაობით (76:0) გამარჯვებაშიც მიიღო მონაწილეობა.

სხვა სტატიები