Belive

ბორჯღალოსნების მეტოქეს ლიდერი გამოაკლდა

9 თვის წინ რაგბი
1 წთ

ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ალან ალა'ალატოა ტრავმირებულია, რის გამოც, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასს გამოტოვებს.

რაგბი ჩემპიონშიპის მე-3 ტურში, "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ გამართული მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს, "ვოლაბების" შერკინების ლიდერმა ტრავმა მიიღო. დამატებით ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ალა'ალატოა მიმდინარე წელს თამაშს ვეღარ შეძლებს.

შეგახსენებთ, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, C-ჯგუფში - საქართველოს, უელსის, ფიჯისა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებს. ავსტრალიისა და საქართველოს მატჩი, პირველ ტურში, 9 სექტემბერს, პარიზში გაიმართება.

სხვა სტატიები