Belive

სტიაუასთან შეხვედრაში საბურთალოს შემადგენლობა ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული “საბურთალო” ბუქარესტის “სტიაუას” დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ქართული გუნდის შემადგენლობა უკვე ცნობილია, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: ძირითადი შემადგენლობა: თორნიკე მეგრელიშვილი - გიორგი გოჩოლეიშვილი, ლევან კაკუბავა (კ), გია ჩადუნელი, გიორგი ჯინჯოლავა - ბაქარ ქარდავა, შოთა ნონიკაშვილი - იური ტაბატაძე, ლევან ნონიკაშვილი, გიორგი გულიაშვილი - ირაკლი სიხარულიძე. სათადარიგოთა სკამი: ბექა ქურდაძე - საბა მამაცაშვილი, გურამ გოშთელიანი, გიზო მამაგეიშვილი, გეგი გეგუჩაძე, ოთარ მამაგეიშვილი, ჟულიო ვინისიუსი, ლუკა ქოქოსაძე, ბენედიკ მიოჩი. მთავარი მწვრთნელი: ლაშა ნოზაძე. სათამაშო სქემა: 4-2-3-1. “საბურთალოსა” და “სტიაუას” დაპირისპირება 21 ივლისს, “დინამო არენაზე” გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 

სხვა სტატიები