The Athletic-ის გამოკითხვა – ვის ანდობდნენ ვეტერანი კალათბურთელები გადამწყვეტ ტყორცნას?

NBA-ის 2021-2022 წლების სეზონის დაწყებამდე, ამერიკულმა გამოცემამ, The Athletic-მა, 118 ყოფილ კალათბურთელს დაუსვა შეკითხვა – მოქმედი მოთამაშეებიდან ვის ანდობდნენ მატჩში გადამწყვეტ სროლას?

გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა, 48,9%-მა, ,,ბრუკლინ ნეთსის” ფორვარდი, კევინ დურანტი დაასახელა. მეორე ადგილზე ,,გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელი, სტეფ კარი (33,2%) გავიდა, მესამეზე კი ,,პორტლენდის” უკანახაზელი, დემიენ ლილარდი (7%).

,,ლოს ანჯელეს ლეიკერსის” სუპერვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა, გამოკითხვაში მეოთხე ადგილი დაიკავა. 36 წლის კალათბურთელი ყოფილი მოთამაშეების 4,3%-მა აირჩია.

The Athletic-ის გამოკითხვა – ვის ანდობდნენ ვეტერანი კალათბურთელები გადამწყვეტ ტყორცნას?

სტატიის ავტორი
-