Belive

NBA-ს ვარსკვლავებმა ოლიმპიადაზე თამაში გადაწყვიტეს

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ ამერიკული და მსოფლიო კალათბურთის ცოცხალმა ლეგენდამ ლებრონ ჯეიმსმა ოლიმპიადაზე ასპარეზობის სურვილი გამოთქვა. მიზეზი აშშ-ს ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგია. "მეფე" უკმაყოფილო დარჩა, რომ მისმა გუნდმა მედალი ვერ მოიპოვა და გადაწყვიტა საქმეში თავად ჩაერთოს. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლებრონი დურანტისა და სტეფ კარის გადმობირებასაც ცდილობდა. 

 

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლებრონ ჯეიმსთან ერთად ოლიმპიადაზე ასპარეზობა კევინ დურანტმა, სტეფ კარიმ, ენტონი დევისმა, ჯეისონ ტატუმმა და დრეიმონდ გრინმაც გადაწყვიტეს. 

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ოლიმპიადას საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს. 

სხვა სტატიები