სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ, “მანჩესტერ სიტიმ” ჯეკ გრილიშის ტრანსფერი გააოფიციალურა. ცნობილია, რომ “ასტონ ვილასთან” მოქმედ კონტრაქტში მისი გამოსასყიდი თანხა £100 მილიონს შეადგენდა.
“მანჩესტერ სიტიმ” გრილიშის სანაცვლოდ £100 მილიონი გადაიხადა და ინგლისის ყველა დროის სატრანსფერო რეკორდი დაამყარა. შეგახსენებთ, დღემდე ყველაზე ძვირადღირებულ ინგლისურ ტრანსფერად, “მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ პოლ პოგბას გამოსყიდვა ითვლებოდა – “წითელმა ეშმაკებმა” პოგბას სანაცვლოდ “იუვენტუსს” £93.25 მილიონი გადაუხადეს.
View this post on Instagram