Belive

გვარდიოლა: ,,პენალტის დროს ბურთი სხვას რომ აეღო, ჰოლანდი მას სახეში გაარტყამდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, გუნდის ახალწვეული, ერლინგ ჰოლანდი ლეო მესის შეადარა:

,,გამიმართლა, რომ მესის მწვრთნელი ვიყავი. როცა ორ გოლს გაიტანდა, შემდეგ სამის გატანა სურდა, როცა სამ გოლს გაიტანდა - ოთხის. საუკეთესო ბომბარდირები კმაყოფილები არასდროს არიან, მათ ყოველთვის მეტი გოლის გატანა სწყურიათ. ვიცი, როგორ გაუმკლავდა ჰოლანდი ამ კვირაში კრიტიკის ნაკადს. ის მშვიდად იყო და მშვენივრად ვარჯიშობდა. როცა დავინახე, პენალტის შესასრულებლად როგორ აიღო ბურთი, ვთქვი: ,,ეს მომწონს.'' ერლინგი გოლზეა დაგეშილი. ვფიქრობ, ვინმეს სხვას რომ აეღო ბურთი, ჰოლანდი ამ ადამიანს სახეში გაარტყამდა. ეს საკმაოდ კარგის ნიშანია. მომწონს, რომ ის საკუთარ თავში ასეა დარწმუნებული,'' - გვარდიოლას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
პრემიერლიგის პირველ ტურში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,ვესტ ჰემს” სტუმრად 0:2 მოუგო, შეხვედრაში ერლინგმა დუბლი გაიფორმა. ჰოლანდმა მანჩესტერელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისური მედიის ცნობით, მისი ანაზღაურება კვირაში 440 ათასი ევრო იქნება. ნორვეგიელი ,,დორტმუნდში” 2020 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში თავდამსხმელმა გერმანული გუნდის მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები