Belive

შტუტგარტის ტურნირზე ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს 24-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ღია პირველობაზე (BOSS Open) ასპარეზობას, სადაც მეხუთე ნომრადაა განთესილი, 1/16-ფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე ლორენცო მუსეტი (66) იქნება. მატჩი ორშაბათს, 6 ივნისს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზე ნიკ კირიოსსა (76) და ჟირი ლეჰეჩკას (77) შორის მოგებულს დაუპირისპირდება. ქართველი ჩოგბურთელი მუსეტის კარიერაში პირველად შეხვდება. შტუტგარტში პირველ ნომრად განთესილი სტეფანოს ციციპასია, მეორე მატეო ბერეტინია, მესამე კი – უბერტ ჰურკაჩი. ნიკოლოზმა ბოლოს როლან გაროსზე ითამაშა, სადაც 1/32-ფინალში მაკენზი მაკდონალდთან დამარცხდა. შტუტგარტის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი მარინ ჩილიჩია, ხორვატმა შარშან ფინალში ფელიქს-ოჟე ალიასიმს მოუგო.


სხვა სტატიები