Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიის ჩელენჯერის მერვედფინალში გავიდა

1 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მურსიის ჩელენჯერის ძირითადი ბადის პირველ შეხვედრაში ნიდელანდელი მეტოქე, მსოფლიოს 151-ე ჩოგანი, იესპერ დე იონგი ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:2 დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა.

1/16-ფინალური მატჩი 1 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად დე იონგი მიიჩნეოდა, ნიკოლოზის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე უგო ბლანშე (199) იქნება, რომელმაც 1/16-ფინალში ალეხანდრო მორო კანასს მოუგო.

ბასილაშვილმა ძირითად ბადეში გასვლამდე ორ შეხვედრაში იმარჯვა, 32 წლის ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახი და ესპანელი მეტოქეების დამარცხება შეძლო.

სხვა სტატიები