საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში 18 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი, კორი გაუფი გავიდა.
ახალგაზრდა მოთამაშემ დღევანდელ შეხვედრაში სლოუნ სტივენსი (64) დაამარცხა და კარიერაში პირველად, სლემის 1/2 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
გაუფმა 29 წლის ამერიკელის ჩაწოდებაზე გეიმის მოგება 6-ჯერ მოახერხა, საპასუხოდ კი, მხოლოდ 2-ჯერ დაბრეიკდა. დაპირისპირება 1 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა.