Belive

ზუსტად ამ დღეს 6 წლის წინ თორნიკე ოქრიაშვილმა ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

1 წთ
საქართელოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში, თორნიკე ოქრიაშვილმა 2012 წლის 7 სექტემბერს სადებიუტო გოლი გაიტანა. მსოფლიოს 2014 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის, ევროპის ზონის, ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, საქართველო - ბელორუსს დაუპირისპირდა. მატჩი საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი, თორნიკე ოქრიაშვილი გახდა. ქართველმა შემტევმა ბრწყინვალე ცრუმოძრაობებით ჩამოიშორა რამდენიმე მეტოქე და ბელორუსის კარი აუღებელი დარტყმით აიღო.

სხვა სტატიები