Belive

ზუსტად 16 წლის წინ ჩემპიონთა ლიგაზე ინიესტას დებიუტი შედგა

1 წთ

2002 წლის 29 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ანდრეს ინიესტას დებიუტი შედგა. 18 წლის ინიესტამ "ბარსელონას" მაისურით ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე პირველად ითამაშა. კატალონიელთა მეტოქე ბელგიური "ბრიუგე" იყო. "ბარსელონამ" "ბრიუგე" სტუმრად 0:1 დაამარცხა. გამარჯვების ბურთი ხუან რომან რიკელმემ გაიტანა, თუმცა გოლის მომენტში ანდრესმაც იაქტიურა. გარდა ამისა, დღეს უკვე ლეგენდარულ ფეხბურთელს და მაშინ დამწყებ ვარსკვლავს, ანგარიშის გაზრდის კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა ბურთი კარს ააცილა.

სხვა სტატიები