Belive

ჟორჟინიოს უცნაურად შესრულებული პენალტით ჩელსიმ ტოტენჰემი გამოაგდო (ვიდეო)

1 წთ
ინგლისის ლიგის თასზე გამართულ განმეორებით შეხვედრაში ლონდონური დერბი გაიმართა - 180 წუთში "ჩელსიმ" და "ტოტენჰემმა" ერთთმანეთს 2-2 გოლი გაუტანეს და გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, სადაც "ჩელსის" ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ პენალტი ორიგინალურად შეასრულა.
  "ტოტენჰემის" მხრიდან, თერთმეტმეტრიანის რეალიზება ერიკ დაიერმა და ლუკას მოურამ ვერ მოახერხეს. შედეგად, "ჩელსიმ" პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა. 26 წლის ჟორჟინიო პენალტის დარტყმის მსგავს ტექნიკას ხშირად იყენებს - უკანასკნელად მისი მსხვერპლი "ჰადერსფილდის" მეკარე, ბენ ჰამერი გახდა. ჟორჟინიოს თქმით, იგი პენალტის დარტყმისას ძალიან თავდაჯერებულია, რაც მას თერთმეტმეტრიანის რეალიზაციაში ეხმარება.

ასევე იხილეთ: ადურისის მიერ საოცრად შესრულებული პენალტი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა (ვიდეო)

სხვა სტატიები