ჰაცუ ბაშოს მე-3 დღეს ტოჩინოშინი მიოგირიუს დაუპირისპირდა, რომელიც კომოსუბის წოდების მატარებელია. შეხვედრაში ტოჩინოშინმა მორიგი დასანანი მარცხი იწვნია - ქართველი მებრძოლი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მიოგირიუმ იორიკირის ილეთი კარგად გამოიყენა და მიმდინარე ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.