Belive

ტაისონ ფიურის ვარჯიშის ამსახველმა კადრებმა ფანები აღაფრთოვანა

1 წთ

9 ოქტომბერს, ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერს შორის გამართული ტრილოგიის დასკვნითი ბრძოლა ბრიტანელი მოკრივის გამარჯვებით დასრულდა. ფიურიმ მეტოქის უძლიერეს დარტყმებს გაუძლო და საბოლოოდ სახელოვანი მოწინააღმდეგე ნოკაუტით დაამარცხა. ტაისონ ფიური ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივედ თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. სოციალურ ქსელებში, ფიურის ვარჯიშის ამსახველი კადრები გავრცელდა, რომელმაც მისი გულშემატკივრები აღაფრთოვანა.