Belive

სტეფ კარი NBA-ის ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა! (ვიდეო)

2 წთ

სტეფ კარის მესამე მეოთხედში შესრულებულმა სამ ქულიანმა "ჩიკაგოს" წინააღმდეგ, ის ისტორიაში კიდევ ერთხელ შეიყვანა. მან ჯეისონ ტერის გადაასწრო ყველა დროის საუკეთესო 3 ქულიან მსროლელებს შორის. სტეფმა 30 წლის ასაკში 2 285 სამქულიანი ბურთის ჩაგდება მოახერხა და მხოლოდ ორ კალათბურთელს ჩამორჩება - რეი ალენს (2 973) და რეჯი მილერს (2 560). თუმცა აღსანიშნავი ფაქტია, რომ კარის მოსდევს კაილ კორვერი, რომელიც სულ რაღაც 5 სამქულიანით ჩამორჩება მას და შესაძლოა რომელიმე მატჩის შემდეგ გადაასწროს კიდეც. ტოპ სნაიპერების ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება: 1. რეი ალენი -2973 2. რეჯი მილერი – 2560 3. სტეფ კარი – 2285 4. ჯეისონ ტერი – 2282 5. კაილ კორვერი – 2280 6. ჯამალ კროუფორდი – 2180 7. ვინს კარტერი – 2165 8. პოლ პირსი – 2143 9. ჯეისონ კიდი – 1988 10. ჯო ჯონსონი – 1978 რა თქმა უნდა, კარის მიზანი მესამე ადგილზე გაჩერება არ იქნება და როგორც მისმა თანაგუნდელმა, კევინ დურანტმა განაცხადა - ყველამ ვიცით, რომ ის ყველა დროის საუკეთესო სნაიპერი გახდება. The shot that moved @StephenCurry30 into third place on the @NBA's all-time 3-point made list! 👏👏👏

სხვა სტატიები