საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მაროკოს ქალაქ მარაკეშში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ნაკრებს აეროპორტში ოჯახის წევრები და ჟურნალისტები დახვდნენ.
ჩვენმა გუნდმა მსოფლიო პირველობაზე 5 მედალი მოიპოვა, მსოფლიო ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი, ვლადიმერ ახალკაცი და ლაშა ბექაური გახდნენ, ვერცხლს ილია სულამანიძე დაეუფლა, ხოლო ბრინჯაო ტატო გრიგალაშვილის ანგარიშზეა. გუნდურ პირველობაზე კი ჩვენმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.