ევროლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში "რეალი" "ბარსელონას" დაუპირისპირდა. მადრიდში გამართული მატჩი ინტრიგის ფონზე წარიმართა. საკალათბურთო "ელ კლასიკო" მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 92:65 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მადრიდელებმა ყველა კომპონენტში დაჩაგრეს მოწინააღმდეგე და ევროლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსი კვლავ გაამართლეს.