ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს გადასახადების დამალვის გამო პირობითი პატიმრობა მიესაჯა.
საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც რონალდუ "რეალში" თამაშობდა. სასამართლო პროცესი 5 წუთს გრძელდებოდა. ფეხბურთელმა პროკურატურის შეთანხმება მიიღო და ჯარიმის სახით 18,8 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა.
რონალდუმ დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ 5 მილიონი ევრო არ გადაიხადა.