Belive

რობენის შემცვლელად მიუნხენში ფრანგ ვარსკვლავს ასახელებენ

1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" მალე ახალი იერიშის მოგერიება მოუწევს - გუნდის ერთ-ერთ ლიდერის, ანტუან გრიზმანის შეძენით მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდება. Corriere dello Sport-ის ცნობით, მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობა გრიზმანს ჰოლანდიელი არიენ რობენის შემცვლელად განიხილავს, რომელიც გუნდს მიმდინარე წლის ბოლოს დატოვებს. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გრიზმანი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ფრანგმა ფეხბურთელმა მადრიდში დარჩენა გადაწყვიტა და გუნდთან 2023 წლამდე კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამჟამად, გრიზმანის სატრანსფერო ღირებულება €150 მილიონს შეადგენს.

სხვა სტატიები