Belive

"ქართველები მოდიან" - EPCR შავ ლომზე

1 წთ

ის, რასაც ქართველი გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა – რეალობად იქცა. პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი, ევროპული პროფესიონალური საკლუბო რაგბის (EPCR) ეგიდით ორგანიზებულ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, პირველი ქართული ფრენჩაიზი – “შავი ლომი” ევროპის “ჩელენჯ ქაფის” 2023/24 წლების სეზონში იასპარეზებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, EPCR-ის Twitter-ის ოფციალურ გვერდზე, ვიდეო შემდეგი სახელწოდებით განთავსდა: "ქართველები მოდიან. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპის ჩელენჯ თასზე".