Belive

ფრანგი მარათონელის არასპორტული საქციელი ოლიმპიურ თამაშებზე

1 წთ

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მარათონულ გარბენში ფრანგმა მორჰად ამდუნიმ გაიმარჯვა. ოლიმპიური ოქროს მოპოვების მიუხედავად, ამდუნი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა - კრიტიკის მიზეზი მისი არასპორტული საქციელია, რომელიც ოპერატორებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. მარათონული რბოლის ერთ-ერთ მონაკვეთში, ამდუნიმ მაგიდიდან წყლის ბოთლები გადაყარა, რათა მის კონკურენტებს წყლის დალევის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ.