Belive

ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა

1 წთ
2010 წლის 12 თებერვალი, ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა, კანადის ოლიმპიურ თამაშებზე  ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს ციგა ვერ დაიმორჩილა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით ტრასის ბორტს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ქუმარიტაშვილი ტრასიდან გადავარდა და ლითონის კონსტრუქციას დაეჯახა. ქართველი სპორტსმენი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა - 21 წლის ქართველი სპორტსმენი ტრაგიკულად დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორებმა ეს ფატალური შემთხვევა ნოდარის შეცდომას დააბრალეს, თუმცა ზუსტად იმავე მოსახვევში, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, იტალიელმა არმინ ცოგელერმა, ციგის დამორჩილება ასევე ვერ შეძლო და ტრასიდან გადავარდა. ქუმარიტაშვილისგან განსხვავებით, იტალიელი სპორტსმენი ლითონის კონტრუქციას არ დაჯახებია და შედეგად, იგი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. ქუჩა რომელზეც იგი ცხოვრობდა, გარდაცვალების შემდეგ მის სახელს ატარებს.

იხილეთ ქუმარიტაშვილის საბედისწერო დაშვება