Belive

მეფე ჯეიმსის ფენომენალური მიღწევა და დაჩრდილული ლეგენდა (ვიდეო)

1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "დენვერს" დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა მარცხით (99:115) დასრულდა თუმცა "ლეიკერსის" სუპერვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა შეიძლება ითქვას, რომ კარიერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი ჩაატარა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ლებრონ ჯეიმსს მხოლოდ 13 ქულის დაგროვება ესაჭიროებოდა, რათა ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის შედეგი გაეუმჯობესებინა და NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულეთა შორის მე-4 პოზიცია დაეკავებინა. "დენვერის" წინააღმდეგ ლებრონმა 31 ქულა დააგროვა და მისი მეფური კარიერა მორიგი ფენომენალური მიღწევით უკვდავყო. NBA-ის ისტორიაში, საუკეთესო მექულეთა შორის ჯეიმსი 32.311 ქულით მე-4 პოზიციაზე გადავიდა. აღსანიშნავია რომ პირველ ადგილს კარიმ აბდულ-ჯაბარი იკავებს, რომელმაც კარიერის მანძილზე 38.387 ქულის დაგროვება შეძლო. მე-2 პოზიციას 36.928 ქულით კარლ მელოუნი იკავებს, ხოლო მე-3 ადგილზე 33.643 ქულით კობი ბრაიანტი იმყოფება.

სხვა სტატიები