Belive

მამუკელაშვილის 10 ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტი ვაშინგტონის წინააღმდეგ

1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ვაშინგტონისა" და "სან ანტონიოს" დაპირისპირება შედგა. ვაშინგტონში, "Capital One Arena"-ში გამართული უხვქულიანი და სანახაობრივი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით - 136:124 დასრულდა.

სანდრო მამუკელაშვილმა კვლავ "სან ანტონიოს" სასტარტო ხუთეულში იასპარეზა. პარკეტზე გატარებულ 28 წუთში, მამუმ 10 ქულის, 5 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. მამუკელაშვილმა 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. მის მიერ ნასროლი 2 სამიანი კი არაზუსტი აღმოჩნდა.

"სან ანტონიო" აღმოსავლეთ კონფერენციაში, მე-14 პოზიციაზეა და მხოლოდ "ჰიუსტონს" უსწრებს. მომდევნო მატჩი მამუკელაშვილის გუნდს კვლავ სტუმრად - "ბოსტონის" წინააღმდეგ ელის. 

სხვა სტატიები