"ბარსელონას" თავდამსხმელი, ლუის სუარესი ლა ლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია.
ურუგვაელმა ფეხბურთელმა წინა თვეში 4 ბურთი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და მადრიდის რეალის დამარცხებაში ლომის წვლილი შეიტანა. "სამეფო კლუბს" სუარესმა ჰეთ-თრიკი შეუსრულა და მოედანზე საუკეთესო იყო.
გთავაზობთ სუარესის სამ გატანილ გოლს "რეალის" კარში: